kids.ge logo

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!

ფავორიტებში დამატება

ჩიტი გალობს: ინდი-მინდი!
აყვავდაო ტყეში შინდი!
დათუნიამ, აბლი-ბაბლი,
მიირთვაო ტკბილი თაფლი!
სულ რამდენი, თქვენი აზრით?
განა ერთი, სამი კასრი!
-ტყე ხომ ჩემი სამეფოა,
ვინ დამიშლის თაფლის ჭამას,
ტყეში ბურდღუნით ხეტიალს,
სიმღერას და ცეკვა -თამაშს...
დათუნია ბანდალას,
ბურდღუნას და დანდალას.
ლამაზი გაზაფხული
ჩვენს მშობლიურ ტყეში,
გაიღვიძა ბუნებამ
ნაირნაირ ფერში!
რემარე მორთულა!-
ყვავილები მოსულან!

რა კარგია, დათვი რომ ვარ!
ავგორდები-დავგორდები,
სერებზე გადავგორდები,
და მდელოზე ჩავგორდები!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.
ყვავილებში ჩაფლული,
მხირულად ვღიღინებ,
ჩიტი გალობს, ბალახი
სამურად ბიბინებს.
მდელოზე წამოვგორდები,
საღამომდე ვიძინებ!
ყვავილების სურნელება
მოსდებია არემარეს,
რა კარგი ხარ, გაზაფხულო,
დათუნაც რომ გახარე!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...ნეტავი, ბიჭო შენს დედას!ნეტავი, ბიჭო შენს დედას! ასეთი შვილით იხაროს! ნეტავი, ბიჭო, შენს მამას! რა შვილი გაუზრდიხარო! სწავლაც გიყ...მივიჩქარით ვენახშიაბა, დელი დელია, ჩვენს სოფელში რთველია, მივიჩქარით ვენახში, გოგო-ბიჭებს გველიან. მივალთ, შრომის ხალისი პა...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026