kids.ge logo

აკაკის საიუბილეოდ

ფავორიტებში დამატება
მშობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
მავ ჭირით ვარ სნელი,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!


თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,
ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,
მიღე, სარეკელასი
როგორც წისქვილში რაკუნი,
ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი
სალამი, გრძნობის ნაჟური.
დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,
არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!
ლიაც მესაუბრება,
უნდა დავუგდო მას ყური.


დავალებული გულისა
უნდა ამოთქვას ენამა:
წყლულები საქართველოსი
გაგო შენმა სმენამა.
მეც ამატირა ბევრჯელა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა!
რომ მიყვარს მამულიშვილი,
დაე იცოდეს ყველამა,
გადაგვარების მოსურნე
შაჭამოს ტურა-მელამა!
მადლობელი ვარ გულითა,
შოთაის სულის ლხენამა!
სამშობლოს სამსახურისთვის
ჩანგი გიკურთხოს ზენამა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026