kids.ge logo

კუ წვიმაში სადილობს

ფავორიტებში დამატება

პატარა კუ-კუსკუსა,
დინჯი, განა ფუსფუსა,
ბოსტანშია, სადილობს,
წვიმიანშიც ნადიმობს.
კომბოსტოს წვნიან ფოთოლს
შეექცევა ხრამუნით,
მერე რა, თუკი წვიმა
მოდის, ასხამს შხაპუნით.
კაკუნებს კუს ბაკანს,
თუმც წვეთიც ვერ გატანს,
-წვიმავ, შხეფებს ნუ ახლი,
ზურგით დააქვს კუს სახლი!
ბოსტანში სახლიანად
შეპარულა, სადილობს,
წვიმა სულ არ ადარდებს,
მარტოდმარტო ნადიმობს.
წვიმავ, წვიმავ, წკრილავ,
ჩქარა გასწი ცის კიდეს!
ბოსტანს არ გაკარო,
რაც არ უნდა გიჭირდეს!
დინჯი, განა ფუსფუსა,
იქ კუ სახლობს კუსკუსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...ფერებმა ფესტივალი გამართესერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,- დაუღალავებმა და მშვენიერებმა. თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალ...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ახდენილი ოცნებების წელი მოდის!ახალი წელია! ახალი წელია! წინ კი საოცარი დღეები გველიან,- უხვად გვექნება საღიმილონი, უხვად გვექნება საღიღ...კახა და ჭაგუშინ ჭაში ჩაახედა ნუნუ ბებომ ბიჭი კახა, წყლის სარკეში ჩვენმა კახამ საკუთარი თავი ნახა. ფეხაკეცილ წეროსავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026