kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ნაბანა, ანაბანა,
დედამ წიგნი მომიტანა, -
კობის დედანა,
საქართველოს მზე და რწმენა.

-მუდამ გქონდეს ამ დღის ხსოვნა!-
კოხტა ჩანთა მისახსოვრა.
შემომცინის ბებო თანაც:
-ბიჭი უნდა შენისთანა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
გოგა, კობა, თაკო, ლელა...
მოსწავლე რომ გავხდი უკვე
ხარია ყველას, ყველას.

-აბა, შვილო, გვასახელე!
დედიკონა მკოცნის ტკბილად,-
ყოჩაღე, გაზარდე
ქვეყნის სასახელო შვილად!

ჩემი ქვეყნის მზე დამნათის,
ოქროსფერი სხივით მლოცავს:
-ასახელე საქართველო,
დიდი ბიჭი გახდე როცა!

სკოლისკენ მიმაცილებენ
საქართველოს ლურჯი მთები,
ჩემი ქვეყნის სიყვარულმა
გამომასხას ლამის ფრთები.

სიხარულით შევისწავლი,
ჩემი ხალხის ანაბანას,
მთელ ქვეყანას ვათქმევინებ:
-ყოჩაღ, ქართველს ამისთანას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პეპელაგამონარნარდა პეპელა,- ფრთამოფარფატე, ჭრელიო, ყვავილთა კეკლუც დედოფალს შეჰხარის მთა და ბველიო. კაბა აცვია ...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026