kids.ge logo

დაფრინავენ ჩიტუნები

ფავორიტებში დამატება

რომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს
და აყვავებულ ტყისპირებს,
მდელოს-ათასფრად დაქარგულს,
ხავერდივით რომ ბიბინებს,
ფრთა მესხმის სიხარულისგან,
ვიღიმი, ტკბილად ვღიღინებ...
თავს მზე დაგვნათის ცხრათვალა,
ზეცა მიცინის კრილა,
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,
ჭიკჭიკით გადამირა.
ღმერთო, ეს ჩიტი მიცოცხლე,
არ გაჩინო ირა!
მთას ლურჯი ქუდი უხდება,
წყარო წმინდაა, კრილა...
ჩიტმა მეგობრად ჩამთვალა,-
ჭიკჭიკით გადამირა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...სძინავს, სძინავს ძილგუდასთოვლით მოდის ზამთრის დილა, ძილგუდას კი სძინავს ტკბილად, არც ფიფქების ნახვა უნდა, აღარც თეთრი თოვლის გუნდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026