kids.ge logo

ზარი

ფავორიტებში დამატება

მხირულად რომ გვეძახის,
ეს ჩვენი სკოლის ზარია!
წკრილით გვიხმობს სკოლისკენ,
ავდარია თუ დარია.

ჩვენც სიხარულით ვიჩქარით,
ჟღურტულა ჩიტებს ვედრებით,
გველიან, დინჯად გვიცდიან
პატარებს სკოლის კედლები.

ზარი ხმატკბილად გვარიგებს:
-აქ მოჩქეფს ცოდნის წყაროო!
წიგნი მეგობრად იგულეთ,
სწავლა არ გაზაროთო!

თუ იბეჯითებთ, იშრომებთ,
თუკი ისწავლით ლხენითო,
სიმღერებს არ დაგზარდებით
წკრილა ოქროს ენითო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026