kids.ge logo

ციდან ღრუბელი გამოიპარა

ფავორიტებში დამატება

ეს ღრუბელი-ხეტილა
ციდან დედას გაპარა,
განა შედგა ცისკიდურზე,
განა მთის წვერს გაკარა,
განა ქუდად დახურა,
განა ყელზე მოეხვია,
ძირს ჩამოდის, მოფრილებს,
აქ ვის უნდა მოეწვია?
მოჰქრის, მოჰქრის, მოიჩქარის,
მოფრილებს,
მოფრთხილებს,
ნიავმაც კი ფრთა მოკეცა,
ტყისპირებთან მობზრილემ:
ჩიტუნებმაც მოჰკრეს თვალი,
დევნენ ხეტილას:
-სხვა ღრუბლებიც აქ არიან?
-მხოლოდ მე ვარ,
მეტი არა!
ძირს ჩამოწვა, გაფანტა,
ნისლად გაშალა ტყეში,
ხევხუვები ამოავსო,
შეჭყიტა ყველა ღრეში...
დასეირნობს ხავერდით და
აბრეშუმის მოსასხამით,
დადის ნისლი ძრომილა,
დაისვენებს განა წამით.
ჩვენი ტყე კი უცებ იღებს
გასაცარ, ზღაპრულ იერს,
თურმე სწორედ ეგ უნდოდა.
ხეტილა ღრუბელს ძლიერ.
დილით ციდან გაიპარა,
მერე ესეც არ იკმარა,
ძირს ჩამოწვა, დაშალა,
ტყეში ნისლად გაშალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...დათვის ბუნაგთანუხვი თოვლით დამდგარი ტყეს გაუტკბა ზამთარი, ჩათბა, უცებ ჩამყუდროვდა, წუხელ მთელი ღამე თოვდა... ირგვლივ ზამ...სოკოებიზაფხულია. ტყეში მოდის წვიმის თქეში. სოკოები მალე გაახელენ თვალებს. გადაიღო წვიმამ, მზე ანათებს დათვას, ნა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026