kids.ge logo

სხვაგან არ მეძიოთ

ფავორიტებში დამატება
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედაენადედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო. დედაენა, სიტყვის კონა, მ...თუ ვინმე გიყვარსმზე, თითქოს მარტო შენთვის ანათებს და ნაკადულიც კისკისებს შენთვის, ღამეს ალუბლის ტოტზეც გაათევ, თუ ვინმე გ...თუ მაინც უნდა ვინანოციური ცვარით ვინამე, თვალზეც ცრემლები მდიანო, მოვალ და ვიცი, ვინანებ, არ მოვალ, მაინც ვინანებ, თუ მაინც უ...დედა და პოეტიმე ვიცი, ჩემში ორი ქალია _ ერთი ლექსებს წერს, მეორე არა. მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია, მეორე _ გულში რა ნაღ...ზამთარიხეებს აცმევს სადედოფლო ქოშებს, ფიფქი ტოტსაც დაეკიდა მძივად, ქარში ვდგავარ, ისე გავითოშე, სატრფოსავით ჩავე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026