kids.ge logo

ცეკვა

ფავორიტებში დამატება

ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!
მოგუგუნე ტაში
მზესაც მისწვდა ცაში.

მედოლეა ბებია...
რა პატივი რგებია?-
სკამი დოლი გამხდარა,
ბაგაბუგი ამტყდარა.

დედები მღერიან,
ყელი მოღერიათ,
დასცხეს „დიმპიტაური,“
ტყდა დიდი ხმარი.

სკამის დოლი გუგუნებს,
ბა, კი არ დუდუნებს!
ტაში, ტაში, ტაშიო,
გავლა-გამოვლაშიო!

ცეკვა უყვარს ძალიან,
ცეკვავს ციცქნა ქალია,
მთილური, ქართული...
ცეკვაშია გართული.

წაუცეკვა ბაბუამ
ლიკა გოგოს ღაბუას,
ვიყოთ ბარიბარშიო,
გახურეს ტაშიო.

დოლი გადარია:
-ჩემზე არ თქვან ძვირია!
ლიკამ ისე იცელქა,
ბებომაც კი იცეკვა.

ყველა გამხირულდა,
სახლი აჟრიმულდა...
ცეკვავს, ცეკვავს პაწია,
ხელი დაუკვანწია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...მე ვარ შენი მეგობარიფიფქი ცვივა! ფიფქი ცვივა, ჩიტუნია, ხომ არ გცივა? ხომ არ გშია, ფიორავ, ჩიტუნია-ჩიორავ? ხედავ ჩემი ფანჯრის ...ყველა მარიამსმარიამ, ღვთისმშობლის სახელი გიწოდეს,- შენი სამშობლოს მფარველის., სიყვარულით რომ შემოგინახა ზურმუხტისფერი ...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...ეს რა ლამაზი გზებია!შორს ლილისფერი მთებია, ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან, ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან, ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან. მა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026