kids.ge logo

წვიმა

ფავორიტებში დამატება

წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
მე წვიმა ვარ შხაპუნა,
ჩქარა, გარეთ გამოდით,
ნინიკო და პაპუნა!
გესმით? ფანჯრის მინაზე
წვიმამ მოგიკაკუნათ.
წვიმინი დილაა,
წვიმინი საღამო,
თავს ვევლები ყვავილებს
და ვღიღინებ სამოდ:
წყუროდათ, ლამაზებო?
ჰოდა, წვიმა გამოთ!
მაცოცხლებელ წვეთებით
მიწას დავეწვეთები,
ბალახს ავაბიბინებ,
ფოთლებს ავაღიღინებ,
არც ღამე დავიძინებ,
სულ სიმღერით ვიწვიმებ!
წვიმამ ბაღში ყვავილებს
პირი დაბანინა,
წკაპი-წკუპი-წკაპუნა,
წვიმა მოდის შხაპუნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026