kids.ge logo

ანა ანბანს სწავლობს

ფავორიტებში დამატება

რა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო.
სხაპასხუპით რაკრაკებს
„იას“, „აი იასო,“
წიგნს კითხულობს გოგონა
ლამაზფურცლებიანსო.
სიხარულით ისწავლა
მშობლირი ანბანი,
ყველას უნდა ვუამბო
მისი გარჯის ამბავი,
თუ როგორ გაიხარა,
თუ როგორ გაიხარა,
სიტყვები რომ ისწავლა
მან მძივებად ასხმული:
„დედაენა,“ „სამშობლო,“
„საქართველო,“ „მამული.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...ფოთლებიქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,- ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი, ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,- ლალის ფოთოლი, ლ...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026