kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

მარტმა -გაზაფხულის შვილმა
გააღვიძა მზე როცა,
ადგა და თავისი ტახტი
აპრილს გადალოცა.
-მეც ხომ გაზაფხულის ძე ვარ,
რით ვარ მარტზე ნაკლები?
არც აპრილმა დაშურა
ოსტატობა ნაქები.
გადაფინა მთა-გორებზე
ვარდ-ყვავილთა ხალიჩა,
ფუტკარი ყვავილს დაბზუის,
პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს,
მთა და ბარი გაზაფხულის
სილამაზეს იმშვენებს,
ტყეში ციყვი დაფუსფუსებს,
ჩიტი ბუდეს იშენებს.
აპრილი კი არაკრაკებს
თავის ოქროს სალამურს,
დედა გაზაფხულს უმღერის
პირმშვენიერს, სამურს.
სააპრილო საქმებით
მოჯერებს გულს როცა,
ადგება და თავის გვირგვინს
მაისს გადალოცავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!ფრიალა, ჩემო ფრიალა! ზამთარმა მოგაფრიალა? სიომ თუ დაგაბზრიალა, ქარმა თუ დაგატრიალა... იქნება ცაში გესტუმრ...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026