kids.ge logo

ეს გოგონა ვისია?

ფავორიტებში დამატება

ეს გოგონა ვისია?
ეს პატარა ვისია?
ვისი არის ცქრილა,
ცუგრუმელა ცისია?
ვის ეკუთვნის ღიმილი
კოხტა გოგოს რომ ხატავს?
ეს კისკისი ვისია,
სე უხვად რომ ფანტავს?
ეგ ფოფინა თვალები
როგორ შვენის ცისიას!
სე კარგი, ლამაზი,
ეს გოგონა ვისია?
რა თქმა უნდა, დედისა,
რა თქმა უნდა, მამისა,
კიდევ დაკოსია,
კიდევ ძამიკოსია...
მაგრამ ციდა ქართველი
განა მარტო მათია,
სამშობლოს ლაჟვარდ ცაზე
მარტო მათთვის ანთია?
ვარსკვლავია, ყვავილი
მშობელ მთის და მდელოსი...
ეს ქართველი გოგონა
რის საქართველოსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026