kids.ge logo

თქვენი ჭირიმე

ფავორიტებში დამატება
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!…
ვიცინი, აღარ ვტირი მე.
ხალგაზრდებო, აწ კი თქვენ
გამოდით, თქვენი ჭირიმე!…

ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა,
დავიმახინჯე პირი მე!..
ახლა არ გვგლეჯენ ენასა, -
სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!

“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ
გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.
ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,
გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!

ბევრი ვეცადე, ძირმწარეს
ვერ გავუთხარე ძირი მე.
ახლა კი თქვენი ჯერია,
დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!

კუბოს კარამდე მისული
რაღა ვარ, განაწირი მე?
მაგრამ თან თქვენი იმედი
მიმყვება, თქვენი ჭირიმე!

ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,
ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!
დრო მოდის - ერთად ვიცინოთ!
ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...ვაშლიფოთლებში გამოუყვია თავი მწიფე ვაშლს შებრაწულს. ქვეშიდან უჭვრეტს ყმაწვილი, და რომ ვერ სწვდება, იტკენს გულს...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...აღმართ-აღმართაღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა; მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე...საიდუმლო ბარათისაიდუმლო ბარათო! გითხრეს: “ექმენ მარადო სიხარულის მიმნიჭედ და სევდისა ფარადო”. მისთვის გიდებ უბეში, გალბო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026