kids.ge logo

რადიომ გამოაცხადა

ფავორიტებში დამატება

დღეს დილით კარგი ამბავი
გამოცხადა რადიომ:
-როცა სათქმელი აქვე მაქვს,
სხვა ახალ ამბებს რად ვდიო?
ერთ ბიჭზე უნდა გიამბოთ,
ამბავი მისი ფარდიო,
ქამდე რად არ ვიცოდი?-
წამყვანებს გავუჯავრდიო...
ბაბუას ხომ ეხმარება,
ხომ გაფანტა დარდიო,
ბებომ თქვა: თავს დამტრილებს,-
დაზარელი, მარდიო...
მამიკოს თანაშემწეა,
დედიკოს გულის ვარდიო,
შრომა ხომ არ ეზარება,
სწავლაშიც არის კარგიო,
წიგნს უთქვამს, ვგონებ, ნიკა ბიჭს
ძალიან შევუყვარდიო,
სკოლას კი უბრძანებია,
ეგ ვინ მყავს,-გულის მარგიო!..
მეგობრებს მხარში დაუდგა,
გამტანია და ნაღდიო,
ლექსომ სიმღერა მიუძღვნა,
ნიტამ მიართვა ვარდიო...
ამ ამბავს, ჩემო მსმენელო,
ბოლომდე უნდა გავდიო,
ნიკას რადიომადლობას
ვუძღვნი მე-თქვენი რადიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...მოდის წელი ახალიმოდი, წელო ახალო! მთელ ქვეყანას ვახარო: ჩვენკენ მოაბიჯებს წელი,- ყველასათვის სანატრელი! მოვა ბედნიერებით,...დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026