kids.ge logo

დაბურდღუნებს ტყეში დათვი!

ფავორიტებში დამატება

ჩიტი გალობს: ინდი-მინდი!
აყვავდაო ტყეში შინდი!
დათუნიამ, აბლი-ბაბლი,
მიირთვაო ტკბილი თაფლი!
სულ რამდენი, თქვენი აზრით?
განა ერთი, სამი კასრი!
-ტყე ხომ ჩემი სამეფოა,
ვინ დამიშლის თაფლის ჭამას,
ტყეში ბურდღუნით ხეტიალს,
სიმღერას და ცეკვა -თამაშს...
დათუნია ბანდალას,
ბურდღუნას და დანდალას.
ლამაზი გაზაფხული
ჩვენს მშობლიურ ტყეში,
გაიღვიძა ბუნებამ
ნაირნაირ ფერში!
რემარე მორთულა!-
ყვავილები მოსულან!

რა კარგია, დათვი რომ ვარ!
ავგორდები-დავგორდები,
სერებზე გადავგორდები,
და მდელოზე ჩავგორდები!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.
ყვავილებში ჩაფლული,
მხირულად ვღიღინებ,
ჩიტი გალობს, ბალახი
სამურად ბიბინებს.
მდელოზე წამოვგორდები,
საღამომდე ვიძინებ!
ყვავილების სურნელება
მოსდებია არემარეს,
რა კარგი ხარ, გაზაფხულო,
დათუნაც რომ გახარე!
დათუნია ბანდალა,
დუდღუნა და დანდალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სანტას საჩუქარიდილით ტკბილად გამაღვიძა, ბებიკონამ მკოცნა, მკოცნა, ახალი წლის მობრძანება გოზინაყით მომილოცა. ნაძვისხესთან...სამი თვე-სამი ძმობილისამი თვე-სამი ძმობილი, სამივე მეტად ცნობილი, სამივე ზამთრის სახელით ერთმანეთს ხმაშეწყობილი. წელიწადის დრო...ასეთია ზამთრის ღამე- დღე უეცრად გაიპარა... მითხარ, ერთი, რა მოხდა? -ღამე მეტად გაიზარდა, დღე კი მეტად დამოკლდა. -ადრიანად ჩა...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...დაფრინავენ ჩიტუნებირომ ვუმზერ გაშლილ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ათასფრად დაქარგულს, ხავერდივით რომ ბიბინე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026