kids.ge logo

ჟირაფი

ფავორიტებში დამატება

რა ლამაზი ცხოველია!-
გაძახის ჩვენი ანა,
-კისერი რამ დაუგრძელა?
რამ გაზარდა ამისთანა?
როგორია გრძელკისერა,-
ბრაზინია თუ მშვიდი?
პატარა თავი ჰქონია.
თვალები კი დიდი, დიდი...
რატომ აქვს წინა ფეხები
უკანაზე უფრო გრძელი?
ტანი მას ვინ მოხატა?
მიპასუხეთ, პასუხს ველი!
სახელად ჟირაფი ჰქვია,-
დაკოს აუხსნა ნატომ,-
ალბათ ახლა ეს ცხოველი
აფრიკის სავანას ნატრობს.
მას, ყველა ცხოველზე მაღალს.
პაწაწინა რქები შვენის...
ბუნების საოცრებაა,
სხვა რა გითხრა დანარჩენი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოდის შემოდგომა!ნეკერჩხლის ტოტზე ზაფხული იწვის, ჭკნება აგვისტო-ფარჩა შრიალებს. სხვა მოძახილი გაისმის ახლა, უკვე სხვაგვარი...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026