kids.ge logo

თამარ დედოფალი ვიყავ

ფავორიტებში დამატება
თამარ დედოფალი ვიყავ,
თავი ძირს აღარ დავიღე,
ზღვაში ჩავყარე სამნები,
ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;
ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე,
სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,
შაქს საბალახე ავიღე,
სირი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადა-ღუდა ტყე ვირე,
ქვაზე საყდარი ავიგე.
ამდენი საქმის მოქმედმა
ცხრა ადლი ტილო წავიღე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უნდა მოლხენით ცხოვობდეუნდა მოლხენით ცხოვობდე, სისხლი არსადა გდიოდეს, ყველას კაჟივით ეგონო, შენ სანთელივით ღვიოდე....სერზე მიდის სამი მგელისერზე მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი, ერთმანეთს ეუბნებიან: „ჭალას არის ლურჯა ცხენი, ერთმა თავსა...ლომისას ჯაჭვი ჰკიდიალომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია, ბებერი ქალი ატირდა: ეგ ჯაჭვი ჩემი ქმრისია, სიკვდილის ჟამსა ნათქო...ყიყლიყო, მამალო!ყიყლიყო, მამალო! ოქროსბიბილოვანო, კოხტა დეზებიანო. რატომ დგები ადრიან და მოჰყვები ყივილსა, რატომ უფრთხობ ...ვინ უფრო გიყვარს?- ვინ უფრო გიყვარს, გოგიტა? - ის, ვინც ბევრ კანფეტს მომიტანს! - ვინ უფრო გიყვარს, ხათუნა? - თოჯინა თვალებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026