kids.ge logo

ჩაკეტა კარი

ფავორიტებში დამატება
ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.

დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურორელი,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორელი.

მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე მოვალძვირფასო, ძვირფასო, ბედი ჰკლავს ჩემს სხეულს, თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები. ამირანს მიჯაჭვულს და მ...აკაკის ლანდიმდუმარე მხარეს შორი მთებისას დაჰხარის ღამე და ანდამატი. იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა, გამოჩნდა მაღალ პოეტ...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....მშვიდზე მშვიდიმშვიდზე მშვიდი ცხრაას შვიდი, უეცარი ომის ზარი. იყო მწარე ჩვენი შარის შეშფოთება უზეცარი. სევდიანად შეწყდა ...ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026