kids.ge logo

პატარა ქირურგი

ფავორიტებში დამატება

-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი
ხალათი თუ გაცვიათ?
ლაშა ექიმი აკეთებს
მძიმე ოპერაციას...
-ვის უკეთებს?
-ჩვენი თაკოს
ხალთახალ თოჯინას.
-უმე! რა დამართა
იმ ციდას, კოკროჭინას?
-უბედური შემთხვევაა!
ბედური შემთხვევა!
ვერ უშველის იმ საბრალოს
მარტო ფეხის შეხვევა...
თურმე ახტაჯანა თამროს
მოუძვრია ფეხები,
ტანლად სტკივა თურმე,
ოდნავ თუ შეხები.
ლაშა ექიმი უკეთებს
ახლა ოპერაციას,
საპერაციში
დიდი გაწამაწია...
მომილოცავს!
მომილოცავს!
გადაგვირჩა თოჯინა!
უკვე არაფერი სტკივა,
საწოლზე წევს მორჩილად.
-მაშ, ოპერაციამ კარგად
ჩარა, დაკო?
-ნუღარ იტყვი, ნუღარ იტყვი,
ჩემო კარგო მაკო...
რა ყოფილა, მეგობრებო,
ჩვენი ლაშა ექიმი!
მერე რა, რომ პატარაა,
რის მეტად კეთილი.
ფეხი როგორ გაუმთელა,
ნეტავ, ერთი გაჩვენათ!
ჩვენს ციცქნა ექიმს ჰქონია,
თურმე, ოქროს მარჯვენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...სუროს შაშვი შეფენიააჭახჭახდა შავი შაშვი,- რა ახარებთ ასე ჩიტებს? ციყვუნებმაც გაიღვიძეს და თვალები მოიფშვნიტეს, ჩაძინებულმა დ...კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...თოვლის ფიფქი მოფარფატებსთოვლის ფიფქი მოფარფატებს ციდან, მერე რა, რომ არის ერთი ციდა, ჩუმად ამბობს: მარტო როდი ვიქნები, მომყვებიან...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026