kids.ge logo

ლაშა კითხულობს გაზეთს

ფავორიტებში დამატება

ლაშამ ახალი გაზეთი
მიურბენინა დედას:
-ოღონდ ეს წამიკითხე და
არ შეგაწუხებ მეტად.
ჩემო დედიკო, გაზეთში
რა წერიო, ნეტავ?

დედამ ღიმილით უცქირა
პატარა ბიჭის სახეს,
მერე გაზეთი გაშალა:
-მოდი, პატარავ, ნახე!

ხედავ? გაზეთში წერია:
„კარგი ბიჭია ლაშა!
დედ-მამის ნუგეშიო...
ვუსურვებთ ფრთების გაშლას!“

ბიჭუნას სახე უბრწყინავს:
-ვაშა, ციცქნა ბიჭს! ვაშა!
გაზეთშიც დაუწერიათ:
„კარგი ბიჭია ლაშა!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ჩვენი ტკბილი დედაენააშრიალდა კოხტა წიგნი, არაკრაკდა ბროლის წყარო: -შენ ხომ ჩვენი ანბანი ხარ, სიმღერებით მომდინარო! აღუღუნდა „...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...ბეღურამერცხლის მიტოვებულ ბუდეს არ შორდება ბეღურა. ნეტავ, რატომ ვერ ისვენებს? ნეტავ, რა მოეყურა? ნეტავ, ჩუმი საყ...მივიჩქარით ვენახშიაბა, დელი დელია, ჩვენს სოფელში რთველია, მივიჩქარით ვენახში, გოგო-ბიჭებს გველიან. მივალთ, შრომის ხალისი პა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026