kids.ge logo

ბებო მართა

ფავორიტებში დამატება
ბუხართან ზის ბებო მართა,
მის ფეხებთან ფისუნია კნავის,
ნატრება შვილიშვილი
და ქალაქში ჩაკითხოს ლამის.
აქ ზამთარი -თეთრი დათვი,
ცივია და ბრდღვინავს,
ქალაქში კი თბილ ლოგინში,
მის ნუციკოს სძინავს.
ზის და ნაღვლობს ბებო მართა,
ვერ ერევა ფიქრებს,
თითისტარით თეთრ მატყლს ართავს
და მოუქსოვს პაწაწინას წინდებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზრუნველი ნუცადღეს პირველად მიჰყავთ ნუცა დილით ადრე სკოლაში, ჩაალაგა რვეულები, ჩანთა ზურგზე მოიგდო, მერე ბებოს მიუბრუნდ...ბეკეკო და ეკუნადღეს ეკაკოს ბეკეკუნა, მოუყვანა პაპიკომ, მწვანე ბალახს მოვუტანო, რომ როგორმე გავტიკნო, ფიქრობს ეკა პაწაწინ...მსუნაგი დათუნიაამ პატარა დათუნიამ მიიტანა თათი დრუნჩთან, გაღვიძებულს უთენია თაფლით სავსე ლოყა უჩანს. ვერ ტიკტიკებს, ვერც...ნუციკო სოფელშიდღეს სოფელში მიყავს ბებოს, პაწაწინა ნუციკო, დაახვედრებს თბილ ბუხართან ფისუნია ცუციკოს. სოფელს თეთრი თოვლი...გიოს ცხენებიაჭრიალდა საქანელა და დაიძრნენ ცხენები, ჩაეჭიდა გიო ფაფარს, გადალახა ველები, მოიტოვა თავთუხები, ტყე, ჭალა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026