kids.ge logo

Საჩუქარი თოვლის ბაბუს

ფავორიტებში დამატება

მე თუ სახლში არ ვიქნები,
დედას ასე ვუთხარი,
როცა მოვა თოვლის ბაბუ
თქვენ დაუნთეთ ბუხარი.

გაათბეთ და დაპურეთ,
არ გაუშვათ დაღლილი,
ძალიან გთხოვთ დამელოდოს
დამალეთ მარხილი.

შემპირდით რომ გამაღვიძებთ
თუ სიზმრებში ვიქნები.
ბალიშის ქვეშ მეც მაქ მისთვის
ზამთრის, თბილი წინდები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026