kids.ge logo

ექსპერტი

ფავორიტებში დამატება

დარია თუ ავდარია,
მიყვარს ხტუნვა თამაში.
წვიმის დიდი ექსპერტი ვარ,
დამერწმუნეთ ამაში.

რომ იცოდეთ, ყველა ამინდს,
აქვს თავისი ადათი,
ნაწვიმარზე ტყიდან მომაქვს,
სოკობი კალათით.

იქვე ჩიტი ჭყუმპლაობს,
წყლის პატარა გუბეში,
მისთვის გადანახული მაქვს,
მზესუმზირა უბეში.

თუკი დიდი წვიმა მოვა,
დიდება მდინარე,
ხის ფესვები გაიღვიძებს,
წამოწოლილ- მძინარე.

თუ არ იცით ეხლა გეტყვით,
დიდებსა და პატარებს,
თურმე ღრუბელი რომ ბრაზობს,
წვიმას მუცლით ატარებს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარიკუნამარიკუნა ჩემო გოგო, ჩემო ფუცუნცულა. იცი გუშინ შენი კატა, სახლში არ მოსულა. მე და ბებოს მის ლოდინში არ გვე...ბაბუბაბუმ ბაღში ხე რომ დარგო, იმ ხემ შვილიშვილებს არგო. თქვა: როცა აღარ ვიქნები, დაიხსომე ჩემო კარგო, ცუდი სა...ცრუპენტელა კოღოშემპირდა და მომატყუა, კოღომ ცრუპენტელამ. ასე მითხრა, ვიმეგობროთ ამ ეზოში ყველამ. მაგრამ თვითონ დაივიწყა, ...ზურიკელაზურიკელამ მოიკიდა ზურგზე თავის დიდი ჩანთა, ზედ კარავი ჩამოკიდა Ფეხებიც კი არ უჩანდა. ცუგაც უმალ დაედევნა ...ციყვიამდენ კაკალს რომ აგროვებ ვისთვის გინდა ან რისთვის?! თურმე ციყვი ემზადება სუსხიანი ზამთრისთვის. ვიცი რომარ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026