kids.ge logo

რთველი

ფავორიტებში დამატება
ყურძენი დამწიფებულა,
დახე, როგორ წითლად ღუის,
ჩქარა, თორემ რთველი, თორემ
კოღო, ბუზი თავს დაბზუის.

შეიკრიბნენ მკრეფავები,
მოუდგნენ თითო ვაზსა,
ყურძენს სვლეპენ, იცინიან
და მობეს მხარი მხარსა.

მტევნებს ჰკრეფენ, ჰგლეჯენ, სჭრიან,
გაჰკრეს, გაჰკრეს ვენახს ხელი,
კალათები იზვირთება
და შეიქმნა ხშირი რთველი!..

საურმეზე გოდრები დგას,
კალათს სცლიან ზედიზედა,
ბა, ბიჭო, მარნისაკენ,
თორემ ძლიერ გაჭედა.

კიდებენ მძიმე გოდრებს
სიცილით და ღიღინითა,
ურმით მიაქვთ საწნახლისკენ,
ნება-ნება, ჭრიჭინითა...

ბა, გიგო, კრჩხა თუ გინდა,
ან ჯაგანი, ან აკიდო,
შენი წილი ზამთრისათვის
მოდი, ზურგზე წამოგკიდო...

ჩველება ასეთი გვაქვს,
ხილს ვინახავთ საზამთროსა,
ყურძენი სჯობს შესანახად
ნესვებსა და საზამთროსა...

მზე ჩავიდა. საწნახლიდან
მოწანწკარებს ტკბილი წყარო,
ბა, ბიჭო, შედექით,
ახლა წურვას მოვუჩქაროთ...

ბიჭებმა ფეხთ დაბანეს,
შემოადგნენ საწნახელსა,
გადიან და გამოდიან,
მადლიან ყურძნის რთველსა.

გერ ტკბილმაც მომატა,
ძლივსღა იტევს მოკლე ღარი,
ჩქაფაჩქუფით მოჩქრილებს,
ქვევრი დახვდა უმაძღარი!..

დალოცა ღვთის ნაკურთხი,
ჩვენის ოფლით მონაგარი,
მაშ, პირველა ღვთისთვის იყოს,
ზედაშე და კელაპტარი!...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026