kids.ge logo

თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება

დაზამთრდა და სახლში სუფევს,
სახალწლო განწყობა,
მე და დედამ გადავწყვიტეთ,
ნაძვის მორთვა, აწყობა.

მთელ დღეს სახლში დავფუსფუსებთ,
სამზადისში ვართ ყველა,
მხოლოდ ფისოს ძინავს ზარმაცს,
ჩვენთვის სულ არა ცხელა.

ფანჯარასაც მიუსკუპდი,
თითით ვხატავ ფიგურებს,
ვიცი თოვლის ბაბუ ამ დროს,
მალულად რომ მიყურებს.

როგორ მიცემს იცით გული,
მასზე ფიქრს და ლოდინში?
ღამით კართან ვუდარაჯებ,
არ დავწვები ლოგინში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026