kids.ge logo

ზამთრის დილა

ფავორიტებში დამატება
ე, ბიჭო, თოვლი მოსულა,
გარეთ გამოდი, გელაო;
ციდან ფიფქები მოცვივა
ბროლივით ქათქათელაო;
წელში მოხრილან ხები,
ქარი უბერავს ქვენაო,
ჩიტები მიწას ეძებენ,
შეწყვეტიათ სტვენაო.
მურია თოვლზე ბურხალობს,
გადმოუგდია ენაო,
რამ გახარა ნეტავი
ეს ჩვენი მურიკელაო.

ე, ბიჭო, ძილი გეყოფა,
გარეთ გამოდი, გელაო!
თოვლია, მაგრამ რა თოვლი, -
ბროლივით ქათქათელაო.
თოვლის ბაბუა წამოვდგი,
ჩვენი ბაბუას ხელაო,
ბოხოხი გამოტანე,
შე ძილისგუდავ, შენაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026