kids.ge logo

Პატარა დედამიწელი

ფავორიტებში დამატება

ყველა უნდა მოგეფეროს,
ყველას გვმართებს შენზე ზრუნვა.
ჩვენ ხომ ყველას გვასაზრდოებს,
მზის გარშემო შენი ბრუნვა.

ჩემზე ბევრად უფროსი ხარ,
მიითვალე ბევრი წელი,
მე კი მხოლოდ სამი წლის ვარ,
პატარა დედამიწელი.

მამამ მითხრა უნდა ვიგრძნო,
შენი სუნთქვა, გულის ცემა,
დედის, მიწის, მუდამ მქონდეს
რიდი და პატივისცემა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026