kids.ge logo

კავშირი გულთა შორის

ფავორიტებში დამატება
დიდო არმია! არის შენი მედგარი მხარი
ჩვენი სამშობლო მხარის მარჯვე ხმალი და ფარი.
მებრძოლმა ჩვენი ველის, ჩვენი მთისა და გორის,
ჩვენ რუსთაველმა გვითხრა: კავშირი გულთა შორის!

ყოს ერთისთვის ყველა და ყველასათვის ერთი,
რომ მიარღვევდეს ბურუსს გაკაჟებული მკერდი.
ვერავინ დამარცხოს მგრძნობი მიზანის სწორის,
მარადჟამს მზინია კავშირი გულთა შორის!

კავშირი გულთა შორის! როცა გულს იცნობს გული.
რაა ამაზე უფრო მშვენირი და სრული.
გზა გვქონდეს გამარჯვების არა ერთის და ორის,
ყველაფერს გადალახავს კავშირი გულთა შორის!

ძველო ასპინძის ველო, ძველო ციხეო გორის,
მკერდით გიცავდათ მძლავრი კავშირი გულთა შორის!
მარად სიცოცხლეს უდგა და ისტორიის მდორის
ამფეთქებელი იყო კავშირი გულთა შორის!

უძლეველია ციხე, ბუდე ორბის და ქორის,
რაიც აგო დიდმა კავშირმა გულთა შორის!
დიდო არმია! მძლეა ფიცი ტოლის და სწორის!
კავშირი გულთა შორის! კავშირი გულთა შორის!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ისევ მაისის მათრობს თვალებიისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნ...მცხეთიდანსვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა, მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება. ვინ ააშენა იმ სიმაღლე...დამწველი თავის სიმშვენიერითდამწველი თავის სიმშვენიერით, დამშვენებული უხვი განგებით ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი, როგორც ელვარე ფარშავა...ედგარი მესამედჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026