kids.ge logo

Მოვალ ჩაგეხუტები

ფავორიტებში დამატება

ძლიერ მიყვარს შემოდგომა
წითელ ყვითელ ფერებით,
ბებო, სკოლას რომ მოვრჩები
მოვალ მოგეფერები.

გაზაფხულიც როგორ მიყვარს
რომ იღვიძებს ბუნება,
სახლში რომ გაგაზარმაცებს
გარეთ ყოფნის ცდუნება.

ცივ ზამთარში თოვლი მიყვარს,
ბებოს ტკბილი ქადები,
ცეცხლისპირთან ნაამბობი
ბაბუს ძველი ზღაპრები.

ზაფხული რომ იგვინებს,
ბებო ნუ მებუტები,
ქარიშხალზე სწრაფად მოვალ,
მოვალ ჩაგეხუტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

Ძაღლი და სანდროჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, ანდა რა ჯიშის. წამო ჩემთან ვიმეგობროთ, და დავიწყოთ ვარჯიში. დედაჩემ...Პატარა დედამიწელიყველა უნდა მოგეფეროს, ყველას გვმართებს შენზე ზრუნვა. ჩვენ ხომ ყველას გვასაზრდოებს, მზის გარშემო შენი ბრუნ...წრუწუნაამ პატარა წრუწუნამ, როგორ დაიწუწუნა, თავის თხილი არ ეყო და ჩემიც წააცუნცულა. არასდროს რომ არ მიჯერებ, მომ...მხატვარიგუშინ ძლიერ მოვინდომე, და მოვხატე კედლები. ნეტავ, ასე რად გაბრაზდნენ? ვერ ვგებულობ, ვერ ვხვდები. გაგონილა...Სკოლარას ასწავლიან სკოლაში? დაფიქრდა სანდრო ბიჭი. თამაშს, ცეკვას და სიმღერას? კი მაქვს ყველაფრის ნიჭი. მასწავლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026