kids.ge logo

გაზაფხულის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
თეთრი კაბა ჩაუცვამს
ლუბალს და ალუჩას,
ბულბულების გალობას
დასასრული არ უჩანს.
ყოჩივარდებს, ენძელებს
მოჩითავს მთა-ბარი,
მარტი გამოპრანჭულა,
გაქცელა ზამთარი.
თამუნია მინდორში
ას ეძებს ლურჯთვალას,
ანდრო ბიჭი დილიდან
პეპლებს ითვლის, უთვალავს.
ცისარტყელის ფერებმა
ყველა გახალისა,
გაზაფხულის სიმღერა
ჩვენს ეზოშიც გაისმა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნია და ზამთარიდღეს დედოფალი იქნება, ხვალ ალბათ - მასწავლებელი. მსახიობია ნიაკო, ხანდახან კიდევ - მოდელი. ლექსებიც ძლიერ...ხუთი წლის ვარ...რეზი გახდა ხუთი წლის და ოთხის ვარო, გვიმტკიცებს, გაჯიუტდა, არ გვიჯერებს, დედასაც კი იფიცებს. – ტყუილზე რო...პატარა მათემატიკოსიანგარიშობ მთელი დღე, სულ ციფრები, ციფრები, პასუხს ეძებ? ნუ დარდობ, დაიხმარე ჩხირები, ვაშლები და კაკლები, ...ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...მიხარიაიცით? გამოცდისთვის ემზადება ლალი, გახდებაო, ბებომ, - სასახელო ქალი. ჩემი დაა ლალი, გამიბრწყინდა თვალი....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026