kids.ge logo

ე - შმაკუჭა

ფავორიტებში დამატება

ეშმაკუჭა სულ არა ჰგავს ეშმაკს,
ფრთის ფარფატით აიჭრება ცაზე,
არ ვიცოდი, გამიკვირდა, თურმე
მთაში ოფოფს ეძახიან ასე...

ზებრასავით ზოლინი ფრთებით
ტყეს და მინდორს შემოიფრენს რამდენს,
ხან, გაშლის და ხან, დაკეცავს ქოჩორს,
თავზე ჭრელი სავარცხელი ადევს.

პატარებო, შევესწარი ერთხელ
ტყის ფრინველებს გამართათ ლხინი,
ფერად-ფერად ლენტებს ფენდნენ ველზე,
იდგა მღერა, ტაშ- ფანდური დიდი.

შეძახილი გაისმოდა ირგვლივ:
- ეშმაკუჭავ, დარე, მიდი!
ტრილებდა ცერზე... ერთი-ორი
ეშმაკუჭას მოცეკვავე წყვილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვ - არხვიხუჭუჭა ვარხვი გინახავთ? ბავშვებო, აბა, გამოტყდით! ვარხვისთვის ტბაში ცხოვრება არის ნამდვილი სამოთხე... ტურ...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...ძ - ერაროცა მინდვრად მეზობლები, ქერს და ხორბალს თესავენ, კრუხ-წიწილას თავს ევლება, კოხტა გოგო - კესანე. „წიწილებ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026