kids.ge logo

ს - ირაქლემა

ფავორიტებში დამატება

ის აფრიკის მშვენებაა,
ჩიტია და აქლემს მოჰგავს,
სულ არ იცის ცაში ფრენა,
სირბილში კი თავს არ ზოგავს.

გადაწონეს ას სასწორზე
ერთი სირაქლემას კვერცხი,
რი კილო გამოვიდა,
არც მეტი და არც ნაკლები.

წაღეს და ერბო-კვერცხი
მოამზადეს ბაღში როცა,
ოცდახუთმა ბავშვმა ჭამა
სხვებისთვისაც კიდევ მორჩა.

სირბილში ვერ დაწევით,
(ვიცი, ჩემი სიტყვის გჯერათ),
თანაც მწარე წიხლი იცის,
ნუ ეცდებით მის დაჭერას...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წ - ერო გვირგვინოსანიწითელი წიგნიც ვისწავლოთ, სიმდიდრე მთის და ბარისა, ამ წიგნში წერენ მათ სახელს, ვინც ყველამ უნდა დავიცვათ დ...რეინჯერი თომაგაზაფხულდა, გამოცოცხლდა, ჭალის ყველა ბინადარი, მზის სხივებით მოფენილი, აბიბინდა მთა და ბარი... გაეღვიძათ ...ჭ - ინჭრაქაჭინჭრაქა თავის კოხტა კუდს მარაოსავით დააქნევს, ღობეში უყვარს შეძრომა და ღობემძვრალა დაარქვეს. იტყვიან: ჭი...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026