kids.ge logo

ციკოს თოვლის პაპა

ფავორიტებში დამატება
ახლა წლამდე ცოტა დარჩა,
მოადგება აგერ, მთებს.
მუხის ძირას ციყვი ციკო
თოვლის პაპას აკეთებს.

მოაგროვა სამი გუნდა,
არ დასჭირდა წვალება.
ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს
თოვლის პაპას თვალებად.

ტანზე კოხტად ჩარიგა
ყავისფერი ღილები.
განა მართლა ღილებია -
გაკროლილი თხილები.

სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად -
ციკო მართლა არ ხუმრობს.
მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,
თავზე რომ დახუროს.

ფუღუროსკენ გაშურა,
იქნებ, რამე მოძებნოს...
თოვლის პაპა მარტო დარჩა
და თავისთვის ოცნებობს:

“მალე ქუდსაც დავიხურავ,
ხელში ჯოხსაც დავიჭერ.
სულ პირველი მე გავიგებ
ხალი წლის ნაბიჯებს!..”

ცებ, მართლა ნაბიჯების
ხმა მოისმა შორიდან.
გაუკვირდა თოვლის პაპას -
ნუთუ, უკვე მოვიდა?

მაგრამ, არა, ახალი წლის
ნაბიჯები როდია,
ეს კურდღელი ამბაკო და
თაგვი თენგო მოდიან.

დანახეს თოვლის პაპა...
რა გგონიათ, რა მოხდა?
ცოტა ხანში, როცა ციკო
ხიდან დაბლა ჩამოხტა,

იქ რაც დახვდა, დამშვიდებით
ბა, როგორ უცქიროს -
თოვლის პაპა უღილებოდ,
უთვალებოდ, უცხვიროდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიგაზაფხულის სუნთქვა ისმის, გაიღვიძეს ენძელებმა. დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ ზამთარს წასვლა ეძნელება. მზე იც...ტელეფონიგაიღვიძებს თუ არა, პაწაწინა ეკა მიუჯდება ტელეფონს და მთელი დღე რეკავს. - ალო! თინა, შენა ხარ? როგორა ხარ,...რკოს კაცუნადღეს პატარა ვერიკომ მოაგროვა ტყეში რკო. მერე დაჯდა ხის ძირას, გააკეთა იცი, რა? პაწაწინა კაცუნა, რკოსთავა ...ციყვიაღარ სწავლობს ციყვი თავის გაკვეთილებს, თხილის დანახვაზე აკაწკაწებს კბილებს. წიგნს არ იღებს ხელში, კითხვა ...მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026