kids.ge logo

ფ - აეტონი

ფავორიტებში დამატება

პატარებო, ერთხელ ტყეში,
მართლა დადგა დღე ზღაპრული,
ბარტყებს შორის სილამაზის
კონკურსია: „მის ზაფხული“.

ფახულებს ფერად-ფერად
ფრთებს და თვალებს ფრინველთ გუნდი:
„ჩემი ლაპი ყველასა სჯობს,
ჩემი მართვე, ჩემი ხუნდი“.

ფარშევანგმა აფრილა,
თავის ფართო, ჭრელი კუდი,
ფოფებმა იფოფინეს,
ბაფთით შეიბნიეს ქუდი:

„ყველა ბარტყი უნდა იყოს
სკოლამდელი ასაკისო,
უფროსებო, ნუ იღელვებთ,
არ დავჩაგრავთ არავისო!“

გაჯიბრა ყველა ერთურთს,
სილამაზით გატოლა,
მაგრამ ბოლოს დედოფალი
გახდა ციცქნა ფატონი.

საყვედური არ ეთქმოდა,
გახარა და სამგზავროდ,
ქალბატონმა ფატონმა
მოთხოვა ფატონი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...ჩ - იტბატონაჩიტბატონას ამბავი განა მონაგონია?! უხსოვარ დროს მიწაზე ცეცხლი არა ჰქონიათ. ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ, ჩიორები...ჟ - ეროდღეს სამეფო ჟეროს, ულამაზეს ფრთოსანს, განა თვითმარქვიას, ნამდვილ გვირგვინოსანს, ვაჟი შეეძინა - თეთრპერანგ...კ - ოლიბრისაჩუქრად კარგი კალამი ან კაკანათი ვის უნდა?! ვინ გამოიცნობს რა ჰქვია ყველაზე ციცქნა ჩიტუნას?! ისეთი პაწაწ...მ - ოლაღურიმოლაღური ფრთამალი, მალმალ მოქრის მაღლიდან, მას არა და ბევრ სხვა ჩიტს, ეს სისწრაფე დაღლიდა. აფრიკაში ატარე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026