kids.ge logo

ყვინჩილა

ფავორიტებში დამატება

საქათმის კარებს რომ არ გიღებ,
მისთვის მემდური, ყვინჩილა?
რა გიყო, რა ჩემი ბრალია,
მეზობლის მამალმა გიჩივლა.
მოვარდა დეზების წკარუნით,
- ამ ყმაწვილს არავინ
პატრონობთ?
რადა, ყივილზე ეტყობა,
ყივანახველა აქვს, ბატონო,
გამოვა, შეჯდება სარზე და
გაჰკივის საზიზღარ არიებს,
უფროსებს არ ვჩივი, ბატონო,
ყივანას გადასდებს ვარიებს.
ახლავე მომშორდეს აქედან
და თავის ეზოში ირბინოს,
რადა, მიყარეთ კაკალი,
როდესაც დავაგლეჯ ბიბილოს.
მაშ რაღად მემდური, როდესაც
მეზობლის მამალმა გიჩივლა;
სულ მალე, სულ მალე მორჩები
და ისევ გაგიშვებ, ყვინჩილა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პრანჭიებისულ ერთი ციცქნა, პაწია ბოსტანი ჰქონდა ბაჭიას, ისე პატარა ბოსტანი, ხან ჩიტი ჭამდა, ხან - ჭია, იქვე ბაჭიას ...სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერააიდა, აიდა, გასცურე, ბაიდა, გამოდი, კეფალო, გამოდი, სტავრიდა! აიდა, აიდა, მოუსვი, ბაიდა, დელფინი მოვარდა,...სილამაზეარა შრომით და გარჯითა, როგორც პატარა ნარჩიტა, ფარშევანგი და ხოხობი თავს იწონებენ ფარჩითა... ეზოში წარამარ...ვაი დედასა!ტყეში გაისმა კიკინი, შეიძრა მთები სურების, კუჭგამომხმარმა ტურებმა გამოიფხიკეს ყურები. სოროებიდან გამოძვრნ...ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026