kids.ge logo

ჩ - იტბატონა

ფავორიტებში დამატება

ჩიტბატონას ამბავი
განა მონაგონია?!
უხსოვარ დროს მიწაზე
ცეცხლი არა ჰქონიათ.

ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ,
ჩირები - საწყლები,
ჩანს თუ დავრჩით უცეცხლოდ
სიცივისგან გავწყდებით.

ღმერთთან უნდა ვაფრინოთ
ჩვენგან ჩიტი საჩქაროდ,
- აბა, ვინ გვყავს მამაცი
გული რომ გაგვიხაროს?!

ჩიტბატონა აღმოჩნდა
ის ყოჩაღი ფრინველი,
ვინც აფრინდა ღმერთამდე
მოწყალების იმედით.

მან ცეცხლი წამოღო,
მაგრამ დაღლილს სიშორით,
გზად ბუმბული დაეწვა,
დარჩა სულმთლად შიშველი.

მობუზა ჩიტუნა,
კანკალდა, ატირდა,
ცეცხლობა არ ჯობდა?
ამ ტანჯვისთვის რა მრჯიდა?!

ფრინველებმა უწამლეს
ჩიტბატონას საწუხარს,
თითო -თითო ბუმბული
ყველა ჩიტმა აჩუქა.

დაფასდა გმირობა,
ვალში არ დარჩენიან,
დღეს ეს ჩიტი ყველაზე
ლამაზი და ჭრელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლ - აკლაკი„ქალაქობანას“ თამაშობს ლაკლაკის მთელი ოჯახი. ჩამოირიგეს ფურცლები, კალამიც ყველამ მონახა. ქალაქი „ლ“-ზე ლო...ტასო მოიტაცეს...ერთხელ ტასოს უსაქმურად გადაედო ფეხი ფეხზე, თვალს ავლებდა ჭალის პირზე ასკილების ფერად მესერს. ,,მე მინდა, ...ჰ - არპიყველა ჩიტი არ გეგონოთ ღუნღულა და უწყინარი, მაგათაც ჰყავთ, პატარებო, ერთი გველეშაპის დარი. თუ გამოჩნდა იგი...ა - რწივი გველიჭამიაარწივი გველიჭამია, როცა ადგება, დილითვე შემოუჯდება სუფრას და მიირთმევს გველის ჩიხირთმას... არ ინდობს არც ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026