kids.ge logo

ჰ - არპი

ფავორიტებში დამატება

ყველა ჩიტი არ გეგონოთ
ღუნღულა და უწყინარი,
მაგათაც ჰყავთ, პატარებო,
ერთი გველეშაპის დარი.

თუ გამოჩნდა იგი ცაზე,
ღარ არის იქ დრო მოცდის,
ჰარპი ჰქვია და ნამდვილად
ფრინველებში არის მონსტრი.

რომ შეხედავ, შეგაშინებს,
გამჭოლ მზერით, ტანად სრული,
თითქოს ადამიანს ჰქონდეს
ჩიტის ფორმა გადაცმული.

ჰარპი ჰაერს რომ მიპობს,
თითქოს ელვამ გადირა,
ამ დროს ყველა ფრინველს უჯობს,
რომ არ სტვენდეს ჰარი-ჰარად.

მსხვერპლს თუ მოჰკრა ჰარპმა თვალი,
არ აშინებს სულაც მტერი,
გინდ უძახე: „ჰაუ, ჰაუ“
გინდ უძახე: „ ჰერი, ჰერი...“

დაცხრება თავს საკბილოს,
ჰგავს სისწრაფით ჰარპი ვულკანს,
რას მეტრზე ხედავს კენჭებს,
კლანჭები კი ალმასს უგავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ი - ხვი ფართოცხვირაპაწაწინა იხვმა ფართოცხვირა მიმიმ აიჩემა ერთხელ: „რად მაქვს დიდი ცხვირი?! სად გამოვყო თავი, ხალხში ასე ვივ...კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...მეგობრები წაიჩხუბნენეს ამბავი მოხდა ტყეში... ტყე არც ისე უღრანია, ალაგ- ალაგ პანტის ხე დგას, უფრო მეტად ,მუხნარია, თუ ჭალისკე...გ - ედიგედი კი განა გგონიათ, არ გაგაოგნებთ ნადავლით?! ტალღებზე გარინდებული ის პრინცესაა ნამდვილი. გასაოცარი სინა...ზ - არნაშოზაზა და ზურა ზაფხულში ზოოპარკში რომ მივიდნენ, ზარნაშო პირველად ნახეს, პეშვით უყრიდნენ სიმინდებს. ზაზა იძა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026