kids.ge logo

ჩ - იტბატონა

ფავორიტებში დამატება

ჩიტბატონას ამბავი
განა მონაგონია?!
უხსოვარ დროს მიწაზე
ცეცხლი არა ჰქონიათ.

ჩურჩულებდნენ, ჩიოდნენ,
ჩირები - საწყლები,
ჩანს თუ დავრჩით უცეცხლოდ
სიცივისგან გავწყდებით.

ღმერთთან უნდა ვაფრინოთ
ჩვენგან ჩიტი საჩქაროდ,
- აბა, ვინ გვყავს მამაცი
გული რომ გაგვიხაროს?!

ჩიტბატონა აღმოჩნდა
ის ყოჩაღი ფრინველი,
ვინც აფრინდა ღმერთამდე
მოწყალების იმედით.

მან ცეცხლი წამოღო,
მაგრამ დაღლილს სიშორით,
გზად ბუმბული დაეწვა,
დარჩა სულმთლად შიშველი.

მობუზა ჩიტუნა,
კანკალდა, ატირდა,
ცეცხლობა არ ჯობდა?
ამ ტანჯვისთვის რა მრჯიდა?!

ფრინველებმა უწამლეს
ჩიტბატონას საწუხარს,
თითო -თითო ბუმბული
ყველა ჩიტმა აჩუქა.

დაფასდა გმირობა,
ვალში არ დარჩენიან,
დღეს ეს ჩიტი ყველაზე
ლამაზი და ჭრელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოლას შეხვედრა შინაურ გოჭებთანერთ საღამოს პანტის ძირას თამაშობდა გოჭი კოლა, თან ფიქრობდა : ,,სად არიან ბელი ვასო, ტასო, ლოლა?! თხილს ფე...ვასოს დაბადების დღეერთხელ კოლა ნებივრობდა, ნიგოზს მიირთმევდა ჭყინტად, უცებ თითქოს კეტი დაჰკრეს, ორი თვალი დააჭყიტა: ,,-უი, რ...თ - აფლიჩიტაბევრ პატარას გააოცებს, ვიცი, თაფლიჩიტას უცნაური ნიჭი, ის ერთ წამში გაპოვნინებს ტყეში ფუღუროებს თაფლისა და...დ - ურაჯიდურაჯი თითქოს დარაჯად, უდგას მდინარის დაბლობებს, დამალულია გულდაგულ და ჭია-ღუას აგროვებს. აქვს დიდი, თეთრ...კ - ოჭობამეტყვით, რა ლამაზია, ერთხმად, არა ორჭოფად! მეც გუშინ გავიცანი, ეს ფრინველი - კოჭობა... უყვარს თერგის ხეობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026