kids.ge logo

მერცხალი

ფავორიტებში დამატება
მერცხალო, მახარობელო
კეკლუცი გაზაფხულისა,
მორბედო ია-ვარდისა,
გამხარებელო გულისა!

შენ გენაცვალე, ფრთაცქვიტო,
მალხაზო, ჭიკჭიკხმინო,
გულის ფანცქალით მოგელი,
ვინძლო არ დაიგვინო.

მოფრინდი, მითხარ: ზამთარი
მოკვდა, აწ გაზაფხულდება!
გულს მაშინ მივცემ სილაღეს
და ნატვრაც ამისრულდება.

ოცნების ზღვაში შევცურავ,
ლაჟვარდში ავცქრიალდები,
ხან წყალთა სარკეს დავეკვრი,
ფრთაწურვით გავსრიალდები.

მივივლ-მოვივლი კიდეებს,
კანვე მოვალ ფრენით,
მოგესალმები, ხმატკბილო,
მეც ჩემებურის ენითა...

შენი ჭირიმე, მერცხალო,
შავთვალა გიშრისფრთინო,
შორს წამსვლელს ვინძლო სალამი
ქაც არ დამიგვინო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცხენობანაგადამსხდარან ყმაწვილები გამხმარ ჯოხის ცხენებზედა, საჯირითოდ გამოსულან ბექობსა და სერებზედა. ზოგს აცვია, ზ...ნაბია და წკიპაჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა! გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა? ვაშლის ქურდი დედის კალთას ამოეკარ, როგორც ტკიპა. -შე...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...ჩემო ტკბილო საქართველოვჩემო ტკბილო საქართველოვ, მოგილოცავ დღეის დღესა; მონობიდან თავდახსნილო, აღარ ისმის შენი კვნესა. თუ რამ გჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026