kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ფოთოლცვენას უყურებს
ლენიკო ეზოდან,
სულ ძირს ყრიან ხები
რაც ზაფხულში ემოსათ.
ღაჟღაჟებს ლოყები,
გეგონება მარწყვია,
ფოთლები კი ჭრელ საბნად
თბილ მიწაზე აწყვია.
გაირბენს და ფოთლები
ნაფეხურში რჩებიან,
ეჰ, ესენი ტოტებზე როდის დაბრუნდებიან…
მალე ცივი ზამთარი
ამ ტყეს თოვლით გაწყობს,
და ეზოში ელენეც
თოვლის ბაბუს აწყობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *ფისუნია კატა, მაგიდაზე ახტა. ვაზა არა, ლარნაკი, გატეხა და ჩახტა. ცოტა წაეთამაშა, შემოატყდა მგონი, სასდილო...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...ცივი გაზაფხულიგაზაფხულს აკლია სითბო, ბავშვები ფანჯრებთან დგანან, წვიმის გადაღებას ითხოვს, ლეკვი რომ წკმუტუნებს კართან. ...* * *დედამ მითხრა რომ ბავშვები თეთრ წეროებს მოყავთო, კომბოსტოდან აიყვანენ თუ ვინმეს ჩამოგავთო. ერთხელ ორი მოუყ...მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026