kids.ge logo

საქართველო მიყვარხარ

ფავორიტებში დამატება

ჰორიზონტთან მთები ჩანს,
ცა - ჰორიზონტს იქითაც,
ტბა ისეთი ვიწრო
მგონი დალევს ჭიქითაც.
გვერდით ძველი ციხე დგას,
უჰ, რამდენი წელია...
ეს გზა მისკენ სავალი
რა შორს გაუწელიათ.
პაწაწინა ბილიკებს
ხან საყდრისკენ მიყავხარ,
რა ლამაზი მხარეა...
საქართველო მიყვარხარ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...დილის ლექსიმოდი, ტაში შემოვკრათ, მივესალმოთ მზეს, რა ნათელი დილაა და რა კარგი დღე. კიდევ ტაში შემოვკრათ, გავუღიმოთ დ...სკოლაში წასვლის წინმაგიდაზე ალაგია პენალი და რვეულები ზედ ბავშვები ახატია - ცოტა გადარეულები. სულ ახალი ჩანთა სკამზე, საყიდლ...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...* * *ათხოვებენ კუს სპილოზე, გაგონილა ასეთი, ვინც ესენი დააწყვილა ბრმა არის და თავხედი. კუმ თქვა:- ერთი ბეწო ვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026