kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

ფოთოლცვენას უყურებს
ლენიკო ეზოდან,
სულ ძირს ყრიან ხები
რაც ზაფხულში ემოსათ.
ღაჟღაჟებს ლოყები,
გეგონება მარწყვია,
ფოთლები კი ჭრელ საბნად
თბილ მიწაზე აწყვია.
გაირბენს და ფოთლები
ნაფეხურში რჩებიან,
ეჰ, ესენი ტოტებზე როდის დაბრუნდებიან…
მალე ცივი ზამთარი
ამ ტყეს თოვლით გაწყობს,
და ეზოში ელენეც
თოვლის ბაბუს აწყობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაწვიმა ტოტზე ქანაობს, ქარი ზუზუნს ვერ მორჩა, ტყე გაყვითლდა სიმწვანე ალაგ-ალაგ შემორჩა. მუხამ ჩაიბუტბუტა: -...* * *დაპატიჟეს კუ ქორწილში, უფრო ადრე ვიდრე სხვები, დასცინიან ბაჭიები: - ნელი ხარ და ვერც კი ხვდები. დავალაგეთ...წერილი ლაპლანდიიდან ბებიასბებო წერილს გწერ შორიდან, იქ სადაც დიდი თოვლია, აქ არც პალმები შრიალებს და არ დაფრინავს თოლია. თეთრია მთე...* * *კანფეტები მიყვარს ისე, არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო, მიჯავრდბა ზოგჯერ დედა: - გასუქდები ამის გამო. - დიდი რ...სწრაფი ბაჭია ბედურაერთი თეთრი ბაჭია ბაღიდან გამოიქცა, აბა, ეს რა წესია, მგონი ცუდად მოიქცა. დაედევნა დარაჯი, მიჰყვნენ მასწავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026