kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

წვიმა ტოტზე ქანაობს,
ქარი ზუზუნს ვერ მორჩა,
ტყე გაყვითლდა სიმწვანე
ალაგ-ალაგ შემორჩა.
მუხამ ჩაბუტბუტა:
- ეჰ, რა ძლიერ აცივდა!
და ცრემლები მიწაზე
ჭრელ ფოთლებად დასცვივდა.
ნელა-ნელა ზამთრდება,
სითბო დადის ნულამდე,
დათვისთვის სულ ერთია,
სძინავს გაზაფხულამდე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026