kids.ge logo

მინდა ვხატო

ფავორიტებში დამატება

ღრუბელი რომ დავხატოთ,
ბამბასავით ქათქათა,
ჯობს არ გავაფერადოთ,
შემოვხაზოთ კარგად და...
მოვავლოთ საღებავში
სახატავი ფუნჯი
და დავხატოთ ზეცა,
ცისფერი ან ლურჯი.
მერე ზეცას მივუხატოთ
დისკო მზისა, მუქი,
ყვითელი მზის გარეშე ,
არ გვექნება შუქი.
მუქი, მუქი მწვანე
მოვიდეს ყანა,
ჯეჯილად რომ იქცეს
უნდა მზე და წვიმა.
თან დავხატოთ სახლი ,
ხე და ყვავილები,
ფერად -ფერადები,
ზოგი გაშლილები.
ყველა ფერის საღებავი,
დაგვჭირდება ახლა,
რომ მოვხატოთ თუთიყუში,
ხეზე შევსვათ, მაღლა.
...მიყვარს მრავალნარი
ფუნჯ-საღებავები,
მინდა გავხდე მხატვარი,
როცა გავიზრდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამარხულ არს.....დედა ენავ, დედა ენავ, ჩვენო განძო ქართულო, აკინძულო ანბანით და სიტყვებით მოქარგულო. თითოეულ ასო ნიშანს ღრ...მგზავრობაში მფარველობისთვისდაგვიფარე, ანგელოზო, მცველად გვექმენ გზაში, მშვიდობიანად გვამგზავრე, ავდარსა თუ დარში... ჩვენო მფარველო წ...მათემატიკური მოქმედებები1. ხაზები თუ გადაკვეთს, ჯვარედინად ერთმანეთს, რას ვაკეთებთ,რა ხდება? რა მოქმედებას ვარქმევთ?გ - - - - - -...დედაო, ნინო!ნინოობის დღეს აღვნიშნავთ ლოცვით, საფლავს მივაშურეთ, მოვიყარეთ კიდეც მუხლი, ნინო კი ხელს შეგვაშველებს! ლოც...ენა, მამული, სარწმუნოებაღვთისმშობლის წილხვედრო, ნატანჯო საქართველო! ჭირ-ვარამგამოვლილო, წუხილის დამფარველო! რამდენჯერ გეტკინა... ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026