kids.ge logo

დედაო, ნინო!

ფავორიტებში დამატება

ნინობის დღეს აღვნიშნავთ ლოცვით, საფლავს მივაშურეთ,
მოვიყარეთ კიდეც მუხლი, ნინო კი ხელს შეგვაშველებს!
ლოცვისა და წირვის მადლი, სწორედ ამ დღეს გადმოსული...
საქართველოს ლოცვით იცავს,კაბადოკიის ასული!
...დედაღვთისამ დალოცა და ვაზის ჯვარით წარმოგზავნა,
ამ პატარა,სუსტმა გოგომ, ქრისტეს რწმენა მოგვიტანა!
ვინ აძლევდა ძალას ლოცვის, ან ვინ ახლდა მგზავრობისას?
ქრისტე თავად მფარველობდა, როცა ქართლში წამოვიდა!
დედაღვთისა ლოცულობდა, უხილავად გვერდით ედგა,
ცავდა და იფარავდა, სადაც ათენ-აღამებდა.
იმ გზას,როცა გაივლიდა, მფარველობით გზას იკვლევდა...
ცხეთას როცა მიაღწია, მაყვლოვანში - დაემკვიდრა!
დედოფალი, ჩვენი ნანა, მისი ლოცვით განიკურნა,
მის შემდეგ გადაწყვიტა... ქრისტე ღმერთთან ყოფნა სურდა;
მირინი ნადირობდა, მეფეს თვალნი დაბინდა...
როცა ნინოს ღმერთს მოუხმო, მხედველობა დაუბრუნდა.
მეფემა და დედოფალმა, ქრისტეს გზა რომ აირჩიეს,
მონათლნენ და სამწყმსოსაც, მღვდელმსახურნი მიჩინეს.
ნინოს ლოცვით,კლდით დაემხნენ, ის კერპები -,,სალოცავნი”
ქრისტეს ჯვარით შემუსრნენ, დაშალნენ - საცოდავნი!
...დედა ნინომ საცხოვრებლად, შემდეგ ბოდბე აირჩია,
ლოცულობდა მარხულობდა, სამლოცველოც აგია.
იღვაწა და ჯვარის ძალით, ხალხი რჯულზე მოაქცი
ღვთის წინაშე ლოცულობდა, წმინდა ფეხნი მოუყრია!
...განსვენებაც იქ ინება...სული შევედრა ქრისტეს,
ცხეთას გადავასვენოთო, ორას კაცმა, ძვრა ვერ უყვეს..
როცა გვიჭირს,ლოცვით ახლაც ვევედრებით წმინდა ნინოს,
განსაცდელში მოგვხედოს და შემწება მოგვივლინოს!
დედაღვთისას წილხვდომილის, ის შემწეა, არა ერთ გზის,
მისი ლოცვით დაგვიფარავს, ქრისტე, ჭაშმარიტი ღმერთი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთიდან ოცამდეგიო ხდება სამი წლის, გამოიცნობს რ ი ც ხ ვ ე ბ ს! ბებო უწერს ლექსებს იქნებ უფრო მიხვდეს! .... დათვლას სწავ...ლილე და ჭია-მაიაჭია-მაიას როგორ უხდება, კოპლებიანი კაბა? და ხელის გულზე თუ კი დაისვამ, გაგიფრინდება სწრაფად. ასე პატარა,ა...სწავლა მომწყურდასკოლას მოვაშურე სწავლა მომწყურდა, დავეწაფები წყაროს ცოდნისას, ვიცი ეს შრომა, უქმად არ ჩაივლის და აუცილებლ...ზღარბისად გარბიხარ ზღარბუნა? მინდა გნახო,შეგხედო, ეკლებით შემოსილხარ, ხელით როგორ შეგეხო? ბურთივით რომ დამრგვალ...რთველიყურძნის მარცვლებში მზის შუქი მომწყვდეულა, ქარვისფრად შემღვრეულა მტევნები... რა სილამაზეა, ჩხები და აკიდო....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026