kids.ge logo

ლოცვა-ნანინა

ფავორიტებში დამატება
დედა-შვილობის მადლითა,
ქრისტე ღმერთის დალოცვითა,
დაძინე, ციცქნა შვილო,
მედო და თვალის ჩინო.

ანგელოზი გეჯდეს თავსა,
გარიდოს ყველა ავსა,
დაგიფაროს,შეგიწყალოს
და ნუ მოგგვრის გულსა დარდსა.

გაზარდე, დავაჟკაცდი,
სამშობლოსთვის იდექ მედგრად,
სიც შენი მშობელია,
მზრუნველი და თბილი დედა.

მშობლირი ენა შენი,
ტკბილზედტკბილი, სამაყო,
და ის სტუმართმასპინძლობა
არს განთქმული, სარაკო.

მოისმინე,შეითვისე,
დედის ლოცვა-ნანინაო:
დევი კაცის გქონდეს ძალა,
და ნათელი გზა წინაო.

გამრავლდი და გახარე,
ყავ კაცი სასახელო,
მაყობდნენ მეგობრები
და მშობელი საქართველო.

გაღიმე შენს მომავალს,
სხივო ჩემო მუქდღისაო,
ნორჩო ყლორტო, გაზარდე,
ყლორტო ბებერ მუხისაო!

ნანას გიმღერ,განაბულხარ,
მისმენ,შენც მიღიმი თანა,
დაძინე, პაწაწინა,
ნანი- ნანა, ნანი- ნანა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყი და ბეკეკოდედააა,- აღარ მაცალეს, მოხუცს წიგნის კითხვა!- ბებო ბრაზობს, შეიქნა, მორალის წაკითხვა. იქ გომბეშო ბაყაყი, ...ბეკეკუნას სიზმარიბეკეკუნამ ბაღჩაში, სულ შესანსლა ნეკერი, გაიზურთა მუცელი და შეწყვიტა პეტელი. ვაზის ძირში წამოწვა, თვალიც მ...მავნებლებიფოთლის ხოჭო ხოჭოლავამ, მატლს დაუწყო დიდი დავა, ამ ჩემს ვაშლში რომ შეძვერი, ჩქარა გარეთ გამოძვერი! ეგ ვაშლ...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...თეონა და ლილიკლასელები არიან, თეონა და ლილი, თეო მეტად მარდია, ლილის უყვარს ძილი. თეო სპორტში ვარჯიშობს, ტანი გაიკაჟა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026