kids.ge logo

ბაღში

ფავორიტებში დამატება

ჭიკჭიკებენ ჩიტუნები
და გალობენ შაშვები,
მხირულად თამაშობენ,
ბაღში ცელქი ბავშვები.
ოქროს ფერი მზის სხივები
გვეხვევიან, გვათბობენ;
და გაშლილი ყვავილები
სურნელებით გვათრობენ.
წყნარად, ჩუმად ფარფატებენ,
ფრთახატულა პეპლები...
ღმერთო, გმადლობ, გაზაფხულით
ყველას თავს რომ გვევლები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026