kids.ge logo

მელიების ქორწილი

ფავორიტებში დამატება

ერთხელ მელამ ქორწილში,
მტვერში, ქარში, ორპირში,
ხმელი ხის და კლდის ძირში
მაყარს უხმო კისკისით.
თანაც სუფრა გაწყო,
მტრისას, რაც ზედ დაწყო.
რასაც პირი ვერ ახლო,
სართულ_სართულ გაწყო.
თხილ_კაკალი კერკეტი,
ვინც ეწვალოს, ჩერჩეტი!
დოქით ღვინო რჩელი,
თუმცა ძმარად ქცელი.
ქეთ ჩენჩო, ყუნწები,
ნაფცქვენები, კურკები.
ქეთ ხმელი ფუჩეჩი,
ვატყობ ესეც ულევი.
რქა, ძვალი და ბუმბული,
გახლავთ ჩამოტარებით.
თანაც, ვაი იმდენი,
სიქა გაწყდა ტარებით.
ი, ასეთ სუფრაზე
ვინც კი მელას ეწვია,
დამიჯერეთ, არ ვაჭარბებ
ცუდი ბედი ეწია.
ეჭველი დაშავეს,
ცოდვა წამოეწიათ,
თორემ მელას მაყრად ყოფნას,
სახლში ჯდომა ერჩიათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაჯბაჯა ბელიბაჯბაჯა ბელს რა უნდა? ერთი დიდი სკა უნდა! მძიმეა და ძვრა უნდა, ბელს კი გარჯა არ უნდა. მაგრამ თაფლი ხომ უნ...ორი დათვიერთხელ ორი დათუნია, დილით ადრე ადგა, მინდორში გაბაჯბაჯება გადაწყვიტეს რახან. სულ დუდუნით გაუყვნენ გზას, ა...დღეობა აქვს მაჩვსდღეობა აქვს მაჩვს, ვერ ასვენებს თათს — უსაჩუქროდ არ მოხვიდე! უმესიჯებს თახვს. — ტორს ტორტი გა...ინტერნეტი ტყეშიკომპიუტერს თუ არ სწყალობ და არ იცი უცხო ენა, __დროს და მოდას ჩამორჩიო__ ასე ამბობს ტყეში ყველა. საიტიდან ...მეც გამიშვით სკოლაშითვლაც ვიცი და ანგარიშიც არასდროს არ მეშლება, ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით ხელი არ შემეშლება. დილით ადრე წამოდგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026