kids.ge logo

ბებომ თაფლი მომიტანა

ფავორიტებში დამატება

ბებომ თაფლი მომიტანა,
ქარვისფერი ქილით;
და კალათა ავსებული
ნაირ-ნაირ ხილით.
ვიშ! რა კარგი ბებია მყავს,
კეთილი და თბილი;
ვარ მორთმეულ საჩუქრებით,
მეტად კმაყოფილი.
- ჯერ არ შევჭამ ხილს, ბებიკო,
რადგან უფრო გულით;
ჩვენი სოფლის თაფლი მინდა,
კარაქიან პურით.
ერთი ქილა თაფლი რაა,
ბარემ დავცლი ათსა;
რომ შემეძლოს, ზოპარკში,
წავუღებდი დათვსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026